კოტეჯს აქვს საკუთარი აივანი და თერმული აუზი, საიდანაც რიონის ხეობისა და ხვამლის მთის ულამაზესი ხედები იშლება.
სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ: უსადენო ინტერნეტი (Wi-Fi), შიდა ტელეფონი, ელექტრო ჩაიდანი, უფასო ჩაი და ყავა, სასმელი წყალი, გათბობა-გაგრილების სისტემა და საკუთარი სველი წერტილი. ნომერში ასევე დაგხვდებათ ხალათები, თმის ფენი, პირსახოცები და თავის მოვლის ყველა საჭირო ჰიგიენური საშუალება.
რა დაგხვდებათ ნომერში?
- საკუთარი აივანი - განმარტოებისა და ხედებით ტკბობისთვის.
- Elite-კლასის საწოლი (140x200 სმ) - სასიამოვნო ძილისთვის.
- რბილი სავარძელი პანორამულ ფანჯარასთან - სიმყუდროვისა და რელაქსაციისთვის.
- UHD ტელევიზორი - მთამსვლელობის შესახებ შემეცნებითი ფილმების საყურებლად.
- საწერი მაგიდა USB პორტებით - თქვენი თავგადასავლების აღსაწერად და გასაზიარებლად.
- სეიფი ნომერში - თქვენი ძვირფასი ნივთებისა თუ ფოტოაპარატის შესანახად.
- ყავის კუთხე - Lavazza-ს ყავის აპარატი, ელექტრო ჩაიდანი და ჩაის ნაკრები.
- სააბაზანო „ტროპიკული“ შხაპით - სრული განტვირთვისთვის.
- პირსახოცები და ხალათები.



