1. ტრენერი
ნიკოლოზ მამრიკიშვილი
პროფესიონალი მხედარი, მრავალწლიანი გამოცდილებით. ცხენოსნობის ფედერაციის წევრი. მიღებული აქვს მონაწილეობა სხვადასხვა სახის საცხენოსნო შეჯიბრებსა თუ აქტივობებში. მრავალ გზის გამარჯვებული. აქვს საკუთარი საცხენოსნო სკოლა.
2. ტურის შესახებ
ტური მოიცავს 4 კილომეტრიან მონაკვეთს Porto Gumati დან სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალამდე და უკან. საცხენოსნო გზით.
ხანგრძლივობა შეადგენს 3-4 საათს, ღირებულება 90 ლარი.
მონაწილეობა შეუძლია მიიღოს 2 - 6 მა ადამიანმა
3. ცხენის შესახებ და მათთან მოქცევის წესი
ცხენი შნიაური ცხოველია, ის უხსოვარი დროიდან თანაცხოვრობს ადამიანთან, შესაბამისად შესწავლილია მისი უნარები და წეს-ჩვეულებები. ცხენის ურთიერთობა მხედართან დამოკიდებულია მხედრის განწყობაზე მის მიმართ. ის გრძნობს მისდამი პოზიტიურ თუ ნეგატიურ დამოკიდებულებას და შესაბამისად პასუხობს მას. ცხენს აუცილებლად უნდა მივუახლოვდეთ წინიდან და უნდა მივართვათ ვაშლი ან სტაფილო, მოვეფეროთ და მივიღოთ ის როგორც მეგობარი. რითაც დავიმსახურებთ მის ნდობას და შევძლებთ მასზე შეჯდომასა და თამამად გასეირნებას.
ცხენზე ჯდომის და მართვის წესებს გაივლით უშუალოდ ტრენერთან.
4. რისკები
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ცხენი თვინიერი და აქტიური ცხოველია, მაგრამ არსებობს გარკვეული საფრთხეები რომელიც უნდა ვიცოდეთ. ცხენი შესაძლოა დააფრთხოს; ცხოველმა, ფრინველმა,მისთვის უცხო ხმამ ან რაიმე ნივთმა რის შედეგადაც ის იწყებს შფოთვას და უცნაურ მოძრაობას, ამ დროს მხედარი უნდა იყოს მზად რომ შეძლოს მისი დამორჩილება და დამშვიდება, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა გადმოვარდეს ცხენიდან. სწორედ ამიტომ ცხენზე ჯდომისას აუცილებელია გვეცვას სპეციალური ჟილეტი და შლემი. ასევე ტრენერის კონსულტაცია რომელიც გვასწავლის მასზე სწორად ჯდომასა და მართვას სხვადასხვა სიტუაციებში.