კონფიდენციალურობის პოლიტიკა

1.1. საერთო პირობები წინამდებარე კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკა ვრცელდება ვებ-გვერდთან (portogumati.ge) დაკავშირებული ინფორმაციის დაცვის საკითხებზე. კომპანიის მიზანია, დაიცვას თქვენი პირადი ინფორმაცია. აქ მოყვანილი პირობების მიღებით თქვენ აშკარა თანხმობას გვაძლევთ, გამოვიყენოთ თქვენი პირადი ინფორმაცია კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკის წესების მიხედვით. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მხარეთათვის გახდება ცნობილი პლატფორმით სარგებლობისას, წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას.

ინფორმაციის შეგროვება ინფორმაციის შეგროვება ხდება მაშინ, როდესაც თქვენ რეგისტრირდებით საიტზე ან ახორციელებთ დაჯავშნას. როდესაც თქვენ მოიხმართ საიტს რეგისტრაციის გარეშე, პირადი ინფორმაციის შეგროვება არ ხდება.

პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია არის მონაცემები კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიცირებისთვის. როდესაც მომხმარებელი ახორციელებს გარკვეულ აქტივობას ვებ-გვერდზე (მაგალითად: რეგისტრირდება, უკვეთავს მომსახურებას, ჯავშნის კოტეჯს და ა.შ.), ვებ-გვერდის ადმინისტრაციის მიერ შეიძლება მოთხოვნილ იქნეს პირადი ინფორმაცია. აღნიშნული ინფორმაცია გამოიყენება შემდეგი მიზნებისთვის:

  • თქვენი უზრუნველყოფა პროდუქტებითა და მომსახურებით;

  • ვებ-გვერდის განვითარება და საქმიანობის გაუმჯობესება;

  • თქვენთან დაკავშირება და ჯავშნის დეტალების დაზუსტება;

  • ხარვეზების აღმოფხვრა და დავების გადაწყვეტა;

  • მოქმედი კანონმდებლობის დაცვა.

არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ინფორმაცია, რომლის საშუალებითაც არ ხდება მომხმარებლის იდენტიფიცირება, არის არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია. შესაბამისად, ვებ-გვერდის ადმინისტრაციას უფლება აქვს გააზიაროს ასეთი ინფორმაცია სხვა პირებთან და კომპანიებთან საკუთარი შეხედულებისამებრ (მაგალითად, სტატისტიკური მიზნებისთვის).

პირადი ინფორმაციის კონტროლი თქვენ ვალდებული ხართ პირადი საიდენტიფიკაციო მონაცემების ცვლილების შემთხვევაში დროულად განაახლოთ ეს ინფორმაცია ვებ-გვერდზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებ-გვერდის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს იმ ზიანზე, რომელიც შეიძლება თქვენ მოგადგეთ არასწორი მონაცემების გამო.

ინფორმაციის უსაფრთხოება თქვენს პირად ინფორმაციაზე წვდომა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული ფოსტისა და დაშიფრული პაროლის მეშვეობით. თქვენივე უსაფრთხოების მიზნით, უნდა გაუფრთხილდეთ და არ გაავრცელოთ პაროლი მესამე პირებზე.

Cookies ჩვენი სისტემა იყენებს “Cookies”-ს, რაც არის დაშიფრული კოდი, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს ბრაუზერის ხელახალი გახსნისას დარჩეს საიტზე ავტორიზებული და გაუმარტივდეს ნავიგაცია.

მობილური მოწყობილობები მაშინ როდესაც თქვენ იყენებთ Porto Gumati-ს მობილურ აპლიკაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ჩვენ შეიძლება მივიღოთ და გამოვიყენოთ ინფორმაცია თქვენი ადგილმდებარეობისა და თქვენი მოწყობილობის უნიკალური ნომრის (IMEI, MAC Address და სხვა) შესახებ. ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ ეს ინფორმაცია თქვენთვის ადგილმდებარეობის შესაბამისი მომსახურების მოწოდებისათვის.

ელექტრონული ფოსტა ელექტრონული კომუნიკაციების სრულყოფის მიზნით, ჩვენ შეიძლება მივიღოთ დასტური იმის შესახებ, რომ თქვენ მიიღეთ ჩვენი შეტყობინება (მაგალითად, ჯავშნის დადასტურება) და გაეცანით მას.

სხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია ჩვენ ასევე შეიძლება მივიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ სხვა წყაროებიდან. მაგალითად, თუ თქვენ გამოიყენებთ Facebook-ით ავტორიზაციას, ჩვენ შეიძლება ავტომატურად მივიღოთ Facebook-ის მიერ საჯაროდ მოწოდებული ინფორმაცია თქვენ შესახებ.

სხვა ვებ-გვერდების ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა აღნიშნული წესები ვრცელდება მხოლოდ portogumati.ge-ს ვებ-გვერდზე. როდესაც გადადიხართ სხვა ვებ-გვერდზე ჩვენს საიტზე განთავსებული ბმულის საშუალებით, უნდა ისარგებლოთ შესაბამისი ვებ-გვერდის კონფიდენციალურობის წესებით.

1.2. ინფორმაციის გამჟღავნება ინფორმაციის კონფიდენციალურობის დარღვევად არ მიიჩნევა მისი გამჟღავნება კომპანიის კონტრაქტორებისთვის, ფინანსური, საგადასახადო ან სამართლებრივი კონსულტანტებისათვის, თუ ეს ხდება მომსახურების გაწევის მიზნით და კონფიდენციალურობის პირობით. ასევე იმ შემთხვევებში, როცა ინფორმაციის გამჟღავნება სავალდებულოა კანონმდებლობის შესაბამისად.

1.3. ცვლილებები წესებში კომპანიას უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილებები და დამატებები აღნიშნულ წესებში მომხმარებლის წინასწარი შეტყობინების გარეშე. საიტის შემდგომი გამოყენება ჩაითვლება თქვენს თანხმობად განხორციელებულ ცვლილებებზე.

2. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტა 2.1 წინამდებარე ხელშეკრულება მოქმედებს მომხმარებლის ვებ-გვერდზე რეგისტრაციის ან მომსახურებით სარგებლობის ვადით; 2.2 ხელშეკრულება შეიძლება მოიშალოს ცალმხრივად, ნებისმიერ დროს. ასეთ შემთხვევაში მხარეებმა უნდა მოახდინონ საბოლოო ანგარიშსწორება. 2.3 თითოეულ მხარეს შეუძლია მოშალოს ხელშეკრულება, თუ მეორე მხარე არღვევს დაკისრებულ მოვალეობებს.

3. პირობებში ცვლილებების შეტანა წინამდებარე პირობები შესაძლებელია დაექვემდებაროს ცვლილებებს portogumati.ge-ს მხრიდან ცალმხრივად, მომხმარებლის წინასწარი შეტყობინების გარეშე.

4. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტა 4.1 წინამდებარე პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; 4.2 ნებისმიერი დავა გადაწყდება მხარეებს შორის მოლაპარაკების გზით, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში — სასამართლოს მეშვეობით.

5. საკონტაქტო მონაცემები:

Close